კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი: საგადასახადო შეღავათები პრესისთვის უნდა გაგრძელდეს

29 დეკემბერი, 2006

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარის აზრით, პრესისთვის დაწესებული დროებითი შეღავათები, რომლის მოქმედების ვადა  2007 წლის 1 იანვარს იწურება,  „კიდევ რამდენიმე წლით უნდა გაგრძელდეს“.

„როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი წლის წინ განაცხადა, „პრესისგან მიღებული შემოსავლები იმდენ მოგებას არ მოგვცემს და პრესას არსებობის საშუალება უნდა ჰქონდესო“. მე მესმის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ საერთო მდგომარეობა პრესისთვის ორი წლის შემდეგაც დიდად არ შეცვლილა. გაძვირდა ქაღალდი, ელექტროენერგია ...“,  განაცხადა სუბარმა გაზეთ „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ  ინტერვიუში.

რაც შეეხება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსს“,  სუბარის თქმით, „ქცევის კოდექსი ტელევიზიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები კონკრეტული ადამიანების პირად ცხოვრებაში ერევიან“.

„ამ ქცევის კოდექსში თავმოყრილპუნქტები, რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველ რიგში, ჟურნალისტური ეთიკა -  ეს მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტების თვითრეგულირების საქმეა. მეორე - როდესაც ხდება ადამიანის უფლებებისა და ფასეულობების ხელყოფა -  ეს უკვე კანონის საქმეა და ის მკაცრ სანქციებს უნდა ითვალისწინებდეს. სასამართლოს გადასწყვეტი იქნება ეს სანქციები თუ მარეგულირებლის, ეს შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს, მაგრამ ამ სანქციის შემოღება აუცილებელია, მიაჩნია სუბარს.

         წყარო: Media.ge

ახალი ამბები