კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო-მ ბაქოელ ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილეთა დაკავება მოითხოვა

29 დეკემბერი, 2006

ეუთოს ბაქოს ოფისის ხელმძღვანელმა რობინ სივორდმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანული პოლიციის   უმოქმედობის გამო, აზერბაიჯანის ოპოზიციური გაზეთების ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გამოძიებასთან დაკავშირებით.

სივორდის განცხადებით, ეუთოს შეშფოთებას, განსაკუთრებით ის ფაქტი იწვევს, რომ დანაშაულებები დღისით, საზოგადოებრივ ადგილებში განხორციელდა.

დიპლომატის თქმით, იმისთვის,  რომ გამართლდეს საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ, სამართალდამცველებმა ოპერატიულად უნდა გამოავლინონ ბოროტმოქმედები და ისინი სასამართლოს გადასცენ.

დაუდგენელმა პირებმა კვირას, საკუთარი საცხოვრებელი ბინის  სადარბაზოს წინ ოპოზიციური გაზეთის „მილეთის“ („ერი“) მთავარი რედაქტორი ალი ორუჯევი სცემეს.

ინციდენტიდან მეორე დღეს, თავდასხმა განხორციელდა ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიგის“ („თავისუფლება“) ჟურნალისტზე,  ნიჯათ დაგლარზე. ჟურნალისტს, ოთხი, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირი ხელკეტებით გაუსწორდა. დაზარალებულს შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. ნიჯათ დაგლარი ცნობილია მაღალი თანამდებობის პირთა კორუფციული საქმიანობის მამხილებელი სტატიებით.

წყარო:Media.ge

ახალი ამბები