კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ „სისხლის ბანკს“ 20 000 ლარის გადახდა დააკისრა

29 დეკემბერი, 2006

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 38 წლის ლამზირა ჩალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქუთაისის სს „სისხლის ბანკს“ 20 000 ლარის გადახდა დააკისრა. შიდსით ინფიცირებული ქალბატონი  სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ განაჩენს აღარ გაასაჩივრებს.

„თუ „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლები სარჩელს უზენაეს სასამართლოში არ შეიტანენ და ეს საქმე ისევ უსასარულოდ არ გაგრძელდება, მე ამ თანხაზეც თანახმა ვარ. თუმცა, თავიდან კომპენსაციის სახით 200 000 ლარს ვითხოვდი. მართალი გითხრათ, ამასაც არ ველოდი“ - ამბობს ლამზირა ჩალაძე.

რაც შეეხება მეორე მხარეს, კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. შესაბამისად, უცნობია გაასაჩივრებს თუ არა „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ისტანციაში.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები