კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საახალწლო საჩუქარი პირველ ოტობაიას

5 იანვარი, 2007

დეკემბრის ბოლოს გალში მომხდარ მკვლელობებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველების მიმართ ძალადობის ახალი ტალღა მოჰყვა. 27 დეკემბერს, გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიადან, აფხაზების მიერ წაყვანილ ქართველთაგან, ახალ წელს, გალის მილიციის იზოლატორში, მხოლოდ ერთი ქართველი, გია ტუფურია შეხვდა.

ტუფურიას ძმა ბესიკ ტუფურია გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების მილიციის ქვეგანყოფილების უფროსის, ალიკ ხიშბას მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილია.

გია ტუფურია აფხაზმა სამართალდამცავებმა 3 იანვარს გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებაში დიდი როლი პირველი ოტობაიას გამგებელმა დალი ხალვაშმა ითამაშა. ნაცემი ტუფურია 4 იანვარს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა არც ერთი დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. თვითონ ტუფურია ჟურნალისტებთან საუბარში ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ კერძო საუბარში არ მალავს, რომ მას აფხაზი მილიციელები რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ. ტუფურიას თქმით, აფხაზებს მისი ძმის, ბესიკ ტუფურიას ადგილსამყოფელი აინტერესებდათ. ის ირწმუნება, რომ მან მართლაც არ იცის ძმის ადგილსამყოფელი, მეტიც, მათ ერთმანეთთან კარგა ხანია ცუდი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს არც ელაპარაკებიან. 4 იანვარს გიორგი ტუფურიამ ზუგდიდი დატოვა და ისევ ოტობაიაში გადავიდა.  
     

 ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები