კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გურჯაანის საკრებულოს სასამართლო პროცესი მოუგო

16 იანვარი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“  კახეთის ოფისის წარმომადგენლებმა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ორი კვირის წინ მიმართეს. მოსარჩელე მოითხოვდა, სასამართლოს დაევალდებულებინა გურჯაანის საკრებულო, დაუყოვნებლივ გაეცა მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: რა შტატები აქვს საკრებულოს; ვინ, როდის და რის საფუძველზე იქნენ თანამდებობებზე დანიშნულნი; გამოქვეყნდა თუ არა ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია;

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში განმარტავენ, საკრებულომ თანამდებობებზე პირები, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით დანიშნა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციები სწორედ ამის გამო იბლოკება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა მჭედლიშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ საკრებულოს მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა.

გურჯაანის საკრებულო საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, ორგანიზაციის წარმომადგენელთა სხვა მოთხოვნებსაც უგულებელყოფს.  ამის გამო ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გუშინ გურჯაანის პროკურატურას მიმართეს და საკრებულოს თავმჯდომარის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან ინფორმაციის გასაიდუმლოების ფაქტზე, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთიდან

ახალი ამბები