კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე გაზეთების რედაქტორებს გაუნაწყენდა

18 იანვარი, 2007

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გაკვირვებულია ბეჭვდითი მედიის ხელმძღვანელთა განცხადებებით, პრესისთვის საგადასახადო შეღავათების საკითხზე.

17 იანვარს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მან არაერთხელ თხოვა ბეჭვდითი მედიის ხელმძღვანელებს წარმოედგინათ რეალური არგუმენტები პრესისთვის საგადასახადო შეღავათების  გაგრძელების საკითხზე, მაგრამ ეს არგუმენტები მან ვერ მოისმინა.

ბურჯანაძის ინფორმაციით, მასთან საუბრებში გაზეთის რედაქტორები აცხადებდნენ, რომ  მოგების და ქონების გადასახადებზე დაწესებული შეღავათები არ თამაშობს მთავარ როლს მათ ბიზნესში, მაგრამ შეხვედრის შემდეგ რედაქტორებმა სხვა შინაარსის კომენტარები გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აჭარის რეგიონალური გაზეთი „ბათუმელები“ ყველაზე დიდი ქონების პატრონია და მათ პრეტენზია არ გამოუხატავთ. გაზეთი, რომელიც ვერ გადაიხდის ქონების გადასახადს, რომლის მაქსიმალური ღირებულება შესაძლოა 200 ლარი იყოს არც უნდა არსებობდეს, ამბობს ბურჯანაძე.

როგორც ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, საგადასახადო შეღავათები ბეჭვდითი მედიისთვის 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების დროს  დააწესა და დებუტატები  ვალდებულnი არიან, პრესას  შეღავათები უფლებამოსილების ამოწურავმდე გაუგრძელონ.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ „მემარჯვენე ოპოზიცია“ პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელების შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს უკან გაიწვევს.
      
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, შესაძლოა რომელიმე გაზეთის ხელმძღვანელს განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ რედაქტორების უმრავლესობის  პოზიცია ერთია - შეღავათები პრესისთვის უნდა გაგრძელდეს.

2007 წლის 1 იანვრამდე, მედია დღგ-ს მოგების და ქონების გადასახადს არ იხდიდა, გადასახადისაგან თავისუფლდება სარეკლამო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება და ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების  ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება.

შეღავათები 2004 წლიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაწესდა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები