კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელი გლეხები რეალიზებული ყურძნის თანხების მიღებას ვერ ახერხებენ

22 იანვარი, 2007

გურჯაანში მდებარე შპს „სენაკურის“ ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გლეხებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ეს გადაწყვეტილება მათ საწარმოს დირექტორის მანანა ელიკაშვილის მიერ, ხუთი თვის მანძილზე მიცემული ცრუ დაპირებების შემდეგ მიიღეს.

კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონების სოფლებში მცხოვრებ დაზარალებულ ადამიანებს, სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტები უმზადებენ, რომელსაც ისინი სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.

ხუთი თვის განმავლობაში გლეხებმა დახმარება არაერთხელ სთხოვეს როგორც რაიონის, ასევე რეგიონის ხელმძღვანელობას, თუმცა მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა. გლეხებმა კუთვნილი თანხების მიღების იმედით, ღვინის ქარხნის ჭიშკართან, ღია ცის ქვეშ ღამეებიც გაათენეს, მაგრამ უშედეგოდ. მცირე ხნის წინ, რამდენიმე ადამიანი საწარმოშიც შევიდა და რაც ხელთ მოხვდათ, წაიღეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ „რთველი - 2006“  წარმატებული კი არა, სიცრუე იყო. მათივე თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ სცადეა საპროტესტო აქციის გამართვაც, რისი უფლებაც მათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიცამ არ მისცა.

გელა მთივლიშვილი, კახეთიდან

ახალი ამბები