კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მოვაჭრეები საპროტესტო აქციით იმუქრებიან

23 იანვარი, 2007

თბილისი.23.01.07.მედიანიუსი. თბილისის  მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამ ტერიტორიაზე 75-მდე მოვაჭრეა და მათ შორის უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია.

მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ ერთი თვის წინ გააფრთხილა მოვაჭრეები და ტერიტორიის დატოვების ვადა 27 იანვრამდე მისცა.

როგორც "მედიანიუსს" მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, არ არსებობს  იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მოვაჭრეებს იქ ვაჭრობის უფლებას აძლევს. "მეტროპოლიტენს მათთვის კონკრეტული ალტერნატიული ადგილი არ შეუთავაზებია. უბრალოდ, აღნიშნული ტერიტორია სტრატეგიული ობიექტია და მოვაჭრეების გამოსასვლელში დგომა ხელს უშლის მეტროპოლიტენის მუშაობას", - განაცხადა მეტროპოლიტენის პრესსამსახურის უფროსმა ნანა ცერცვაძემ.

მოვაჭრეები ალტერნატიულ ადგილს ითხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებიან. "ეჭვი გვაქვს, რომ მეტროპოლიტენის ადმინისტარციის ზურგს უკან ქალაქის მერია დგას. ისინი  ერთად მოქმედებენ", - აცხადებენ მოვაჭრეები.

ახალი ამბები