კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეტერანები შეღავათების აღდგენას ითხოვენ

23 იანვარი, 2007

თბილისი.23.01.07.მედიანიუსი. დღეს თბილისში, ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანების, პენსიონერებისა და ინვალიდების დარღვეული სოციალური უფლებების აღმდგენი საკოორდინაცილ შტაბის წარმომადგენლებმა საინფორმაციო და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ისინი ხელისუფლებისგან ძალოვანი სტრუქტურების, შეიარაღებული ძალების, მეორე მსოფლიო ომისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართული ბრძოლის ვეტერანების, ასევე, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებისათვის სოციალური შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ. ლაპარაკია 39 სახის შეღავათზე, რომლებიც მათ 1995 წლის შესაბამისი კანონით ჰქონდათ გარანტირებული.

კანონის თანახმად, ისინი მუნიციპალური ტრანსპორტითა და თბილისის მეტროპოლიტენით უფასოდ მგზავრობდნენ, სატელეფონო მომსახურებისათვის 50-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობდნენ და სასმელი წყლის ტარიფს ასევე 50-პროცენტიანი ფასდაკლებით იხდიდნენ. ამავე კანონით,  20 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს უფასოდ მოიხმარდნენ. ზაფხულობით 75, ზამთრობით კი 250 კილოვატსაათ ელექტროენერგიას უსასყიდლოდ იღებდნენ.

ვეტერანების თქმით, 2007 წლის 1 იანვრიდან ეს შეღავათები გაუქმდა. რაც შეეხება ბუნებრივი აირის, მისი სამომხმარებლო ტარიფს, მის დასაფარად ამიერიდან ვეტერანებს ყოველთვიურად 8, ელექროენერგიის გადასახადის დასაფარად კი 14 ლარი დაერიცხებათ. თუმცა, მათი თქმით, გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ ასეთი შეღავათი, ფაქტობრივად, უსარგებლო იქნება.

როგორც "მედიანიუსს" ვეტერანთა უფლებების აღმდგენი საკოორდინაციო შტაბის წევრმა ნოდარ ცოტნიაშვილმა უთხრა, სოციალური შეღავათების აღდგენის თხოვნით შტაბმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით 18 იანვარს მიმართა. მიმართვაში ისინი ასევე ითხოვდნენ პრეზიდენტთან პირადად შეხვედრას. თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
"თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან უკვე პერმანენტულ აქციებს გავმართავთ. ხელისუფლება უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია", - აღნიშნა ნოდარ ცოტნიაშვილმა.
 

ახალი ამბები