კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები არ დაუშვეს

24 იანვარი, 2007

დღეს დილიდან მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აღარ დაუშვეს. თბილისის მეტროს ადმინისტრაციამ და დაცვის სამსახურმა ამ ტერიტორიაზე ვაჭრობა აკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეები აპროტესტებენ და სავაჭროდ ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.

"ეს ჩვენთვის ორჯერ ლტოლვილობას ნიშნავს. ფაქტობრივად, ლუკმაპურის გარეშე ვრჩებით, შეღავათები მოგვიხსნეს, როგორც ირკვევა, მალე დახმარებასაც მოგვიხსნიან და ჰაერში ვრჩებით. თუ არ ვჭირდებით ამ ხელისუფლებას, გვითხრას და გადავიკარგებით სადმე", - აცხადებს სოხუმელი დევნილი სვეტა ნადარაია "ჯი-ეიჩ-ენ" - თან საუბარში.

ცნობისთვის, დელისის მეტროში 40-მდე გარემოვაჭრე ვაჭრობდა, თითქმის ყველა მათგანი აფხაზეთიდან დევნილია.

წყარო: GHN

ახალი ამბები