კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამმართველოს უფროსი ჟურნალისტს დაკავებით ემუქრება

25 იანვარი, 2007

გუშინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი შოთა ბეჟანიშვილი დაემუქრა.

მთივლიშვილის თქმით, მას მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადეს, ელექტროენერგია უკანონოდ გაუთიშეს და ამ სიტუაციის მოგვარების მიზნით ჟურნალისტს პრობლემის გაშუქება სთხოვეს.

ადგილზე მისული ჟურნალისტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ვალერი ვარდოსანიძეს დაუკავშირდა. „ვუთხარი, რომ აღშფოთებული მოსახლეობა ელექტროენერგიის თვითნებურად ჩართვას აპირებდა და ეს რომ არ მომხდარიყო, ვთხოვე, ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს იქნებ ამჯერად მაინც დახმარებოდა. ვარდოსანიძემ მითხრა, მოსახლეობას აუცილებლად შევხვდები და ადგილზე გავესაუბრებიო. იგი აღელვებულ ხალხთან  პოლიციის თანხლებით გამოცხადდა. არ ვიცი ვარდოსანიძემ პოლიციას რა უთხრა, მაგრამ მოსვლისთანავე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრძანების სახით ახსნა-განმარტების მიცემა მომთხოვა, რაზედაც უარი ვუთხარი. ამის შემდეგ შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი შოთა ბეჟანიშვილი დამემუქრა - „გეუბნები, შენი ადამიანის უფლებები არ მაინტერესებს, მიფრთხილდი, იზოლატორში არ აღმოჩნდე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავიც გეყოსო.“

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ შოთა ბეჟანიშვილს შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსთან თემურ ანჯაფარიძესთან ახლო ურთიერთობა აქვს.  მთივლიშვილი ადგილობრივი პოლიციის უფროსის მუქარას რამდენიმე დღის წინ, პრესაში გაშუქებულ წერილს უკავშირებს, სადაც კახეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი და ამჟამად განსასჯელი გოჩა ნაზღაიძე, ანჯაფარიძეს ნარკოდილერობაში ადანაშაულებდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები