კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჟურნალისტთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

26 იანვარი, 2007

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჟურნალისტთა სიცოცხლის ხელყოფისა  და  აზრის გამოხატვის თავისუფლების  წინააღმდეგ მუქარების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც  წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს შეიმუშაონ მექანიზმები, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმისა  და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების შეზღუდვის მიზეზებს გამოავლენს.

საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში იმ ფაქტს მიესალმება, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პარიზის განყოფილებამ ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას  მკვლელობის გამოძიების თხოვნით საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მიმართა. მიმართვის გასამტკიცებლად კი ორგანიზაციამ რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა.

ამასთან,  რეზოლუციაში დაგმობილია თურქეთში სომხური წარმოშობის ჟურნალისტის გრანტ დინკის და რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობები, ასევე, გასულ წლებში ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები  აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინაში, საფრანგეთში, სერბეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები