პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ვეტერანებს აქციის გამართვისთვის საგუძველი არ გააჩნიათ. როგორც გიგი წერეთელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ვეტერანებისათვის სოციალური დახმარება არ გაუქმებულა.
„გასაგებად ითქვა, რომ ამ ადამიანებისათვის არანაირი დახმარება არ გაუქმებულა. უბრალოდ სოციალური დახმარებების მონეტიზაცია ხდება, რაც ისევ და ისევ მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს," - აცხადებს გიგი წერეთელი.
მისივე თქმით, ამ საკითხზე აქციის გამართვა ყოვლად უსაფუძვლოა, მაგრამ „თუკი ვეტერანებმა ეს გზა აირჩიეს, ვერავინ დაუშლის, ეს მათი უფლებაა.
წყარო: GHN