კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგანმანათლებლო შეტევა გარემოვაჭრეებზე

29 იანვარი, 2007

ქუთაისში გარემოვაჭრეებს ადგილობრივი მთავრობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხითა და ფორმით ებრძვის. თუ ადრე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები რაიონებიდან სავაჭროდ ჩამოსულ გლეხებს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან მუჯლუგუნითა და მუქარით ყრიდნენ, ამჯერად ამას სხვადასხვა ხერხით ახერხებენ. დღეს ისინი გაცილებით მშვიდად არიან და ცდილობენ მოვაჭრეები საქმის ვითარებაში ცივილური გზით გაარკვიონ. გლეხი კი ყველა შემთხვევაში წაგებულის პოზიციაშია. იგი პროდუქტს ვერ ყიდის.

ციცო ყუფარაძე ხონის რაიონის მკვიდრი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. მას ქუთაისში ყოველ დილით გასაყიდად საკუთარ ეზოში მოყვანილი მწვანლი ჩამოაქვს. როგორც თვითონ ამბობს, მოგება დიდი არ არის, თუმცა საარსებოდ ყოფნის. უკვე კვირაზე მეტია, იგი ქუთაისის ბაზარს აღარ გაჰკარებია: „რა მინდა რომ მივიდე. იქ კარგა ხანია აღარ გვაყენებენ. ახალგაზრდა კაცი ორჯერ დამეტაკა და მწვანილის კონები ძირს დამიყარა. იმას ალბათ დედა არ ჰყავს სახლში, ან გაჭირვება ჯერ არ უგრძვნია. გაიძახიან, გინდა თუ არა ბაზარში შედით და ჩეკი იყიდეთო. ჩეკი რომ ვიყიდო, სამი დღე ისე უნდა ვყიდო მწვანილი, რომ კონა არ დამრჩეს სახლში წასაღები. ახლა ბროშურები დაარიგეს, წაიკითხეთ და გაიგებთ როგორ უნდა მოიქცეთო. ბროშურა უშველის ჩემს მშიერ შვილებს? ამის მაგივრად ჯობდა ჩვენთვის შეპირებული ადგილები გამოეყოთ და საარსებო წყარო არ მოესპოთ,“ - ამბობს ქალბატონი ციცო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტარციული სამსახური გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს მართლა დაპირდა და მისამართიც მიუთითა - ბაზრის შიდა ტერიტორია. მაგრამ როგორც ირკვევა, იქ ელემენტარულად, იმდენი თავისუფალი ადგილიც კი არ არის, რომ გარემოვაჭრეები (დაახლოებით 100-მდე ადამიანი) განთავსდნენ.

„ჩვენ ამ ხალხს არ ვებრძვით. უბრალოდ ისინი საქმის ვითარებაში უნდ გაერკვნენ. არ შეიძლება ბაზრსს შიგნით და გარეთ მოვაჭრე ადამიანები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. თუ შიგნით მოვაჭრეები გადასახადს იხდიან, რომელიც ბიუჯეტში შედის, არ მესმის, რატომ არ უნდა იხდიდნენ ამ თანხას ისინი, ვინც გარევაჭრობას ამჯობინებენ,“ -  აცხადებს ქუთაისის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზაზა სულაძე.

რაც შეეხებ ხონელი ქალბატონის მიერ ნახსენებ ბროშურას, ისინი გარემოვაჭრეებს მართლაც დაურიგდათ. ადგილობრივი ზედამზედველობის სამსახურის თანამშრომლებმა საგანმანათლებლო მისია იკისრეს და განერვიულებული მოქალაქეების კანონსა და სამართალში გარკვევას მშვიდობიანი გზით შეეცადნენ. საინფორმაციო ხასიათის ბროშურებში ის ჯარიმებია მითითებული, რომელიც გარემოვაჭრეებს ურჩობის შემთხვევაში დაეკისრებათ. კერძოდ, განმარტებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 153-ე მუხლის საფუძველზე, პირი, რომელიც შეეცდება უკანონო გამოტანით ვაჭრობას, 50 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, ჩამოერთმევა პროდუქტი, ხოლო სამართალდამცავთა წინააღმდეგობის შემთხვევაში მას 100 ლარის გადახდა და შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც (შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა) მიესაჯოს.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთა საგანმანათლებლო კუთხით გაწეული შრომის მიუხედავად, გარემოვაჭრეები თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა და ადგილობრივი ხელისუფლება ამ ადამიანებს საარსებო პირობებს ართმევს. როგორც ისინი აცხადებენ, ადგილებს, რომლებიც წლების წინ არცთუ იოლად მოიპოვეს, არ დათმობენ და სამართლის გარკვევას სხვა გზით შეეცდებიან.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისიდან  

ახალი ამბები