კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომჩივან გლეხებს ყურძნის ფული გადაუხადეს

12 თებერვალი, 2007

გურჯაანში მდებარე შპს “სენაკურის” ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე გლეხს, გასული წლის სექტემბერში ჩაბარებული ყურძნის ფული გადაუხადა.

კახეთის სხვადასხვა რაიონების სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები საწარმოს დირექტორისგან 6 თვის განმავლობაში თანხის მიღებას ვერ ახერხებდნენ. ამ ხნის მანძილზე მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია, მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ქარხნის კართან ღამეებიც გაათიეს, მაგრამ უშედეგოდ.

ორი კვირის წინ, რამდენიმე გლეხმა დახმარებისათვის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ოფისს მიმართა. ორგანიზაციის იურისტებმა დაზარალებულებს სასამართლოში შესატანად სარჩელი მოუმზადეს. სარჩელით გლეხები კუთვნილ თანხასთან ერთად, დამატებით, მორალური და მატერიალური კომპენსაციის მიღებასაც ითხოვდნენ. “სენაკურის” ხელმძღვანელმა მომჩივან გლეხებს ჩაბარებული ყურძნის საფასური სასამართლოს მიერ განცხადების განხილვამდე აუნაზღაურა.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები