საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს ხვდება.
შეხვედრაზე საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას, მათ პრობლემებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებს განიხილავენ.
დაგეგმილია 5 საკითხის განხილვა. კერძოდ კი საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლის“ ფარგლებში შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგიის დეტალურად გაცნობა.
განიხილება, ასევე, რესტიტუციის შესახებ კანონი.
გია ხევიაშვილი თომას ჰამარბერგს დეპორტირებულთა შესახებ არსებულ პრობლემებსაც გააცნობს.
წყარო: GHN