კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორისა და კასპის მოსახლეობა რკინიგზის დეპარტამენტს კიდევ ერთხელ სთხოვს...

15 თებერვალი, 2007

,,მოგვეცით ნორმალური მგზავრობის საშუალება..." - გორისა და კასპის რაიონის მოსახლეობა რკინიგზის დეპარტამენტს ასეთი შინაარსის წერილს უკვე მერამდენედ უგზავნის. მოსახლეობამ დამხარებისთვის კი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართა.

კასპის რაიონის სოფლებში - ყარაღაჯი, დოესი, სასირეთი, ხოვლე, გრაკალი, ზემო და ქვემო ხანდაკი, ახალქალაქი, გარიყულა, ჩოჩეთი და გორის რაიონის სოფლებში - ტინისხიდი, სკრა, უფლისციხე, ქვახვრელი, ხიდისთავი, შინდისი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი, ხელმოწერებს მეშვიდედ აგროვებენ. მოსახლეობა რკინიგზის დეპარტამენტის უფროსს გაუქმებული ,,ელექტრომატარებლების" აღდგენას სთხოვს.

მოსახლეობის გაღიზიანება ერთ-ერთი ტელეარხით რკინიგზის შეფის ირაკლი ეზუგბაიას მოადგილის განცხადებამ გამოიწვია - ,,მატარებელს ყველას სახლის წინ ვერ გავაჩერებთ... ტაქსი ხომ არ არის? რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით,“ - აცხადებს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში კი ეზუგბაიას საპასუხო წერილს ერთი წელია ელოდებიან. შარშან მხარის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ირაკლი ეზუგბაიას მოსახლეობის სახელით წერილი გაუგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი, როგორც მოსახლეობა ამბობს, მხარის გუბერნატორს მის მიერ გაგზავნილი წერილის ბედი აღარ აინტერესებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ელექტრომატარებლების გაუქმებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ბიზნესით ხელი მოითბო. მოსახლეობას კასპამდე და გორამდე სოფლებიდან „ელექტრიჩკებით“ მგზავრობა 40 თეთრი უჯდებოდათ, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა კი ერთი ლარი გახდა.

მოსახლეობა დახმარებას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას სთხოვს.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები