კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლები გაყინულ ხელფასებს ითხოვენ

19 თებერვალი, 2007

უფლისციხის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები უკვე სამი წელია გაყინული ხელფასების მიღებას ითხოვენ. მათ დახმარებისათვის ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ორგანიზაციას მიმართეს.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ორგანიზაციამ გაარკვია, უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლებს 1993-2003 წლებში არა აქვთ აღებული კუთვნილი ხელფასი. თანამშრომლები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით მოახერხეს ძეგლის შენახვა.

გაყინული ხელფასების თაობაზე წერილი 2003 წელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძესაც მისწერეს. ბურჯანაძემ წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა. ფინინასთა მინისტრის მოადგილემ კი მუზეუმის თანამშრომლებს აცნობა, რომ იმ ეტაპისათვის ბიუჯეტში მათი თანხები არ იყო გათვალისწინებული. მას მერე სახელმწიფომ სამი ბიუჯეტი მიიღო, თუმცა არც ცენტრალურ, არც ტერიტორიულ და არც ადგილობრივ ბიუჯეტში უფლისციხის დაფინანსების წყაროები არ გაზრდილა.

შიდა ქართლის კულტურის სამმართველოს უფროსის რობერტ მაღლაკელიძის განცხადებით, მან აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და სიტუაციაში გასარკვევად კულტურის სამინისტროში გაგვაგზავნა...

ანალოგიური პასუხი გაგვცა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ მაია აზმაიფარაშვილმა, რომელმაც ასევე კულტურის სამინისტროში გაგვგზავნა, თუმცა შეგვპირდა, რომ კულტურის სამინისტროს თავადაც დაუკავშირდებოდა...

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ორგანიზაცია მუზეუმის თანამშრომლებს იურიდიულ დახმრებას სასამართლოში გაუწევს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები