კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერეკლე მეორის მოედანზე მცხოვრებ 12 ოჯახს სახლებს იძულებით ატოვებინებენ

19 თებერვალი, 2007

ერეკლეს მეორის მოედანზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 12 ოჯახს საცხოვრებელი სახლების დატოვებას აიძულებენ. გამოსახლებულთა შორისაა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის და, ნინო ნათელაშვილი.

მისი განცხადებით, ხალხი ერეკლე მეორეს 2 ნომერში, 30 წელზე მეტია, კანონიერად ცხოვრობს. სააქციო საზოგადოება „ჯანმრთელობის“  წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ მათი იქ ცხოვრება არაკანონიერია. კორპუსის მცხოვრებლებმა სასამართლო პროცესი წააგეს და სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება გამოიტანა.

გამოსახლების საფასურად აღნიშნული ორგანიზაცია კორპუსის მოსახლეობას 20 000 აშშ დოლარს სთავაზობს.

„ისე გვექცევიან, რომ მგონია, ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ. პატრულის თანამშრომლებმა ავეჯი ქუჩაში გამოგვიყარეს. 30 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ, ჩვენ ვითხოვთ, ალტერნატიულ ფართს, ქუჩაში ხომ არ დავრჩებით? შემოგვთავაზეს თანხა, მაგრამ 20 ათასი კი არა, თითო ოჯახზე8 ათასი გამოდიოდა," - აცხადებს ნინო ნათელაშვილი.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები