კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის პოზიცია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის შესახებ

26 თებერვალი, 2007

სახალხო დამცველის აპარატი, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად „არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა სამართალდამრღვევი მცირეწლოვნის დასჯა, არამედ მისი სოციალური რეაბილიტაცია. ამ სფეროში საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს.

ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს არა სისხლის სამართლის კოდექსი, არამედ სპეციალური კანონი, რომელიც აქცენტს გააკეთებს აღმზრდელობითი და დისციპლინური სახის ღონისძიებებზე და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გაითვალისწინებს უშუალოდ სისხლის სამართლის სასჯელის სახეებს, მათ შორის კი თავისუფლების აღკვეთას.

სახალხო დამცველის აპარატში კანონპროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ახალი ამბები