კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვიდსულიანი ოჯახი ქუჩაშია დარჩენილი

28 თებერვალი, 2007

გონიოს მცხოვრები ზურაბ მიქელაძე შვიდსულიან ოჯახთან ერთად უკვე მეშვიდე დღეა სოფლის საავადმყოფოს ეზოში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. სტიქიით დაზარალებული ოჯახი აქ ორი წლის წინ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ შეასახლა. შენობის პრივატიზაციის შემდეგ მიქელაძეებთან ერთად საავადმყოფოდან კიდევ რამდენიმე ოჯახი გამოასახლეს. ისინი ერთი კვირით ადრე გააფრთხილეს, თუმცა მათთვის ალტერნატიული ფართი არავის შეუთავაზებია.

მიქელაძეები  გამგეობის შენობას მანამდეც აკითხავდნენ და გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ახალი მიწის ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ამ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მიზეზად მაშინ მიწის რეფორმას ასახელებდნენ. თუმცა, რეფორმა დღესაც არ დასრულებულა.

ამის შემდეგ მიქელაძეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. „ადამიანის უფლებათა დაცვის“ ცენტრის ბათუმის ბიუროს იურისტი ბაკურ ბოლქვაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციული დავები გადავადებას არ ექვემდებარება, თუმცა მეორე მხარე ანუ ხელვაჩაურის საკრებულო, თავის მხრივ აცხადებს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლისთვის მათ დრო სჭირდებათ.

ქალბატონი ნაზი წითელაძე ხელვაჩაურის საკრებულოდან დღეს იგივე არგუმენტით გამოისტუმრეს - საკითხი შესწავლას საჭიროებსო. მაგრამ დაპირდნენ, რომ მათ პრობლემის მოგვარებამდე დროებით საცხოვრებელ ფართს გამოუნახავენ. მუნიციპალური შენობის გამოსაძებნად, სადაც დაზარალებულები თავს შეაფარებენ, გამგეობამ სამი დღე ითხოვა. დღეს კი  მიქელაძეების ოჯახს ღამის გათენება კვლავ ღია ცის ქვეშ მოუწევს.

ირმა ზოიძე, ბათუმი

ახალი ამბები