კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საბავშვო ეტლის ქურდობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს

2 მარტი, 2007

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მცხოვრები 15 წლის გიორგი ხაჩიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მეზობლის სახლიდან საბავშვო ეტლის ქურდობისთვის დააკავეს, ციხიდან გაათავისუფლეს.

რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, 7 ათასი ლარის 7 დღეში გადახდა დააკისრა. ადვოკატი არასრულწლოვანის მეთვალყურეობაში გადაცემას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის მოსამართლის ბრძანებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და ხაჩიშვილს გირაოს თანხა 5 ათას ლარამდე შეუმცირა. ამ თანხის სანაცვლოდ არასრულწლოვანის ოჯახმა გირაოში უძრავი ქონება, ის ერთადერთი სახლი ჩადო, სადაც გიორგის გარდა, კიდევ მისი ოთხი მცირეწლოვანი და-ძმები ცხოვრობენ.

გიორგი ხაჩიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები