კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის გაუქმებამ შასაძლოა ასობით ქართველი მეზღვაური უმუშევარი დატოვოს

2 მარტი, 2007

ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისის გაუქმებამ ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის საქმიანობაც შეაჩერა.

ბათუმელი მეზღვაურები, რომლებსაც  დეპარტამენტის გაუქმებით პრობლემები შეექმნათ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.
  
მეზღვაურთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ გამოცდები ჩაბარებული აქვს და სერთიფიკატს ითხოვენ, თუმცა საზღვაო დეპარტამენტის შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან,  რომლებიც მომსვლელებს ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ ატყობინებენ.

გაუქმებული საზღვაო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი იმნაიშვილიც თავის მხრივ აცხადებს, რომ თუ საზღვაო დეპარტამენტმა  რამდენიმე დღეში მუშაობა არ გააგრძელა უამრავ მეზღაურს უმუშევრობა ემუქრება.

მეზღვაურთა პრობლემის შესახებ განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემაც გააკეთა: „საქართველოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, მან არ იცის მისი შედეგები,“ - აცხადებს დუმბაძე. „რესპუპლიკელი“ დეპუტატის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მეზღვაურთა შრომის პირობების შესახებ საერთაშორისო კონვენციით დადებულ ხელშეკრულება ირღვევა. ამასთან იგნორირებულია მეზღვაურთათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის დაცვის პირობაც, რომელიც საქართველოს კანონით ნაოსნობის შესახებ რეგულირდება.

„რესპუბლიკელები“ დეპარტამენტისთვის ფუნქციის სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვენ, რადგან „ყოველი დღე საქართველოს ბიუჯეტისა და მოქალაქრეებისათვის დაკარგული მილიონობით დოლარის ტოლფასია.“

საბოლოოო გადაწყვეტილება ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიისა და საზღვაო დეპარტამენტის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ირმა ზოიძე, ბათუმი

ახალი ამბები