აჭარის ზღვისპირა ზოლში გლეხებს მიწის პრივატიზების საშუალებას არ აძლევენ
05.03.2007
აჭარაში მიწის რეფორმის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელვაჩაურის მოსახლეობას ავტობანის მშენებლობის შემდეგ სამეურნეო ნაკვეთები ჩამოართვეს. უკმაყოფილო გლეხებს რაიონის გამგებელი რეზო შავლიძე ამ გადაწყვეტილების მიზეზად სახელმწიფო ინტერესებს უსახელებდა. ამის შემდეგ მოსახლეობას შიში გაუჩნდა, რომ რეფორმის შემთხვავაშიც კი მათ მიწის პრივატიზების შანსი აღარ ექნებოდათ. გონიოელი რეზო ქოქოლაძე ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს მომავალშიც არავინ გაითვალისწინებს: „სრული განუკითხაობაა. მიწებსაც ყიდიან და მოსახლეობასაც ავიწროვებენ. გვეუბნებიან, მიწის რეფორმას დაელოდეთო. სანამ მიწებს ბოლომდე არ აითვისებენ და არ გაყიდიან, მანამდე რეფორმას არ ჩაატარებენ.“
მიწის რეფორმა აჭარაში 2006 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადებმა კიდევ გადაიწია. „რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მიწების პრივატიზიაციის გადადება კერძო პირების ინტერესების შედეგად მოხდა: „ბოლო პერიოდში მთავრობისთვის, ქალაქის მერიისათვის, აჭარისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის ზღვისპირა ტერიტორიები განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. მიწები კერძო მოსახლეობას საპრივატიზაციოდ უნდა გადასცემოდა და ამისთვის ვადაც იყო განსაზღვრული. 2006 წლის ბოლოსათვის რეფორმა უნდა დასრულებულიყო და მიწები გლეხებს უნდა გადასცემოდა. ამას 2004 წელს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებაც ადასტურებდა. სამწუხაროდ, ყველა ვადა დაირღვა და ამის მიზეზი ის არის, რომ მიწების ნაწილი უკვე გაყიდულია და ნაწილის ყიდვას ქვეყნის მაღალჩინოსნები აპირებენ.“
რეფორმების გასატარებლად ადგილობრივი ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო დოკუმენტს ამზადებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, მიწის მართვისა და გეოლოგიის სამსახურის უფროსი მერაბ ძირკვაძე იმ კომისიის წევრია, რომელიც მიწის რეფორმის ახალ კანონპროექტზე მუშაობს: „სახელმწიფო კომისიას კანონპროექტი უკვე წარედგინა. ჩვენ ვადის კიდევ ერთხელ ერთი წლით გადაწევას ვითხოვთ. ამასთან აუციელებია ცვლილებები 1992 წელს გამოცემულ კანონშიც. ამის შემდეგ აჭრაში რეფორმა განახლდება.“
რაც შეეხება შავიზღვისპირა ზოლს, გლეხების ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აქ შესაძლებელია რეფორმა საერთოდ არ ჩატარდეს, შეიძლება გამართლდეს. მერაბ ძირკვაძე, ამ შემთხვევაში, მთავარ არგუმენტად სახელმწიფო ინტერესებს იშველიებს. ის ამბობს, რომ ეს ადგილი საკურორტო ზოლად გამოცხადდა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად აღნიშნული ზონები პრივატიზებას არ ექვემდებარება.
მიწის რეფორმა აჭარაში კიდევ ერთი წლით გადაიდო. მისი დასრულების შემდეგ კი გლეხს მშვიდად შეეძლება მისთვის კანონით განკუთვნილი 2500 კვადრატული მეტრი მიწის განკარგვა. თუმცა, ამ საშუალებით სარგებლობის უფლება ზღვისპირა ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას აღარ ექნება.
ირმა ზოიძე, ბათუმი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
ახალაიას საქმეზე სენაკის ბრიგადის 11 თანამშრომელი დაიკითხა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

