კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიყვარულის გამო ალიკა წულაია ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იძებნება

9 მარტი, 2007

2007 წლის  10 თებერვალს ქუთაისელი 25 წლის ალიკა წულაიამ ცოლის მოყვანის მიზნით,  ქუთაისში ტაქსი დაიქირავა და გორში წავიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ალიკა წულაიას ცოლის მოყვანის მცდელობა ძვირად დაუჯდა. მას ამჟამად, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო, ეძებენ.

შეყვარებულები ერთმანეთს სოფელ ტირძნისში შეხვდნენ. გოგონამ წულაიას ქუთაისში გაყოლაზე, ოჯახური პრობლემების გამო, უარი უთხრა.

შორიახლოს მყოფი ტაქსის მძღოლი წყვილის დაგვიანების გამო გაღიზიანდა, წულაიას ქურთუკი მანქანიდან გადმოაგდო და ქუთაისისკენ გაბრუნდა. 3-4 კმ-ის გავლის შემდეგ ტაქსის მძღოლი სოფელ ტყვიავთან გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გზა ვეღარ გააგრძელა.

ამასობაში, ტირძნისში დარჩენილ ალიკა წულაიას შეყვარებულის ახლობლებთან კამათი მოუვიდა. შეშფოთებულმა ოჯახის წევრებმა წულაია მანქანაში ჩასვეს და გორში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე წამოიყვანეს, რათა დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი ავტობუსისთვის გაეყოლებინათ. გზად კი გადავარდნილ ტაქსის მძღოლს გადაეყარნენ.

ორი დღის შემდეგ, 2007 წლის 12 თებერვალს, პოლიციას ტაქსის მძღოლმა მიმართა და აღნიშნა, რომ მას ქუთაისში მცხოვრები ალიკა წულაია აყაჩაღებდა. საქმეს გორის შს სამმართველო იძიებს. ტაქსის მძღოლი განცხადებაში უთითებს, რომ დაყაჩაღება იმ დროს ხდებოდა, როდესაც ალიკა წულაია შეყავრებულს ცოლად  გაყოლას სთხოვდა.

ალიკა წულაიას ადვოკატი ზაზა გიგაური ბრალდებას აბსურდულს უწოდებს: „იმის გამო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მას მინიმუმ 8-10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდეს შესაბამის ორგანოებს საკითხის შესწავლისა და რეაგირებისაკენ.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები