კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროექტის „წამების პრევენცია საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

13 მარტი, 2007

დღეს „თბილისი-მარიოტში“ პროექტის – „წამების პრევენცია საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს სამი პარტნიორი ორგანიზაცია: „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის განყოფილება, ფედერაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” ადგილობრივი ფონდი და ჟენევის „წამების პრევენციის ასოციაცია” ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ციხეებში, პოლიციის წინასწარი დაკავების საკნებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამხედრო დისციპლინური დაკავების ადგილებსა და საბავშვო დაწესებულებებში მონიტორინგის მწარმოებელი ორგანოებისათვის საფუძვლის შექმნას.

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საქართველოს მიერ 2005 წელს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის რატიფიცირებას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი თქმით, კონვენციის ხელმომწერმა ქვეყნებმა გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი უნდა შექმნან.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები