კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეო უწყება სოხუმის მთავრობის მიერ სტუდენტების დაპატიმრებას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევად აფასებს

16 მარტი, 2007

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ პირველ მარტს სამი სტუდენტის დაპატიმრების ფაქტს აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების, პირადი ხელშეუხებლობის და თავისუფლების უკანონო  აღკვეთის დაუშვებლობის შესახებ, ადამინის ძირითადი უფლებების დარღვევად აფასებს.  

„საქართველოს დიპლომატიური უწყება უკიდურესადაა შეშფოთებული უსაფრთხოების ზონაში  ქართველი და აფხაზი სტუდენტების მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი დარბევის შემდგომ, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილე სამი მშვიდობიანი მოქალაქის გატაცებისა და უკანონო პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ამავე უწყების  ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს უმაღლეს  კომისარს და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ადამიანის უფლებების ოფისს აფხაზეთში, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ზეწოლის ყველა საშუალება იმისათვის, რომ „აიძულონ სეპარატისტული რეჟიმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქე საქართველოს მხარისათვის ნებისმიერი პირობების წაყენების გარეშე“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები