კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში სიტუაციას ხელოვნურად, ლტოლვილების გაძევების მიზნით ართულებენ

16 მარტი, 2007

2007 წლის 8 მარტს, ღამით, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი ჰასან შახბულატოვი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. მოკლულის მეზობლებმა ის ბოლოს 8 მარტს, 20 სთ-სა და 30- წთ-ზე სოფელ ჯოყოლოში არსებულ მეჩეთში ნახეს, სადაც მარტო ლოცულობდა. 9 მარტს დილის 11 საათზე კი ლტოლვილმა ქალმა, შახბულატოვის ცხედარი მეჩეთის ეზოში აღმოაჩინა. გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.

იმავე დღეს, სამართალდამცავებმა არაოფიციალურად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი ლტოლვილის მკვლელობა პანკისის ხეობაში, ე.წ. ვაჰაბიტებსა და ტრადიციულ მუსლიმანებს შორის არსებულ რელიგიურ დაპირისპირებას უკავშირდება, რაც მედიით გადაიცა.

ამასთანავე, 12 მარტს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა ქ. თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი ჩეჩენი ლტოლვილი. ამ დრომდე მხოლოდ მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაა ნაპოვნი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, შესაძლებლობების ფარგლებში, შესწავლილ იქნა ჰასან შახბულატოვის მკვლელობის ფაქტი. ადგილზე ჩეჩენ ლტოლვილებთან საუბარში გამოიკვეთა ვერსია, რომ ჩეჩენი ლტოლვილის მკვლელობა პროვოცირებულია დაინტერესებული მხარეების მიერ, რაშიც ლტოლვილები გულისხმობენ, როგორც ქართველ სამართალდამცავებს, ასევე კონკრეტულ პირებს, ვინც რუსეთის დაკვეთით მუშაობენ იმისათვის, რომ ხეობაში მცხოვრები ლტოლვილები, აბსოლუტური დაუცველობის საბაბით, ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაითანხმონ. ლტოლვილების თქმით, ბოლო დროს, რელიგიური დაპირისპირების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟიც სწორედ ამას ემსახურება.

როგორც ჩეჩენმა ლტოლვილებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, სამართალდამცავების მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების, უკანონო და დისკრიმინაციული ქმედებების საპროტესტოდ, ისინი ამ დღეებში პანკისის ხეობის სოფელ დუისში აქციას გამართავენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტებისა და პანკისის ხეობაში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის გამო. მოვითხოვთ, შეწყდეს სამართალდამცველი ორგანოების უკანონო ქმედებები ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ და არ მოხდეს მათი გაიგივება კრიმინალებსა და ტერორისტებთან. ცენტრი ასევე მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებულ იქნას ვალდებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ლტოლვილებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, შესაბამის ორგანოებს და მედიას სასწრაფო რეაგირებისაკენ მოვუწოდებთ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები