კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

19 მარტი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე 19 მარტს, თბილისში,  სააპელაციო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს.

ტელეკომპანიების ცნობით, სააპელაციო სასამართლოს მანდატურებმა  ჟურნალისტებს, რომლებიც 14 წლის მოზარდის გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესის დროს  დარბაზში მომხდარ არეულობას იღებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან,  დაიმტვრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კამერა.

უნდა გაირკვეს: იყო თუ არა მანდატურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, განაცხადა გიორგაძემ, რომელიც პირადად  იმყოფებოდა  იმ სასამართლო პროცესზე და ამ  ინციდენტს შეესწრო.

„დავინახე ფიზიკური ზემოქმედება ჟურნალისტებზე, რაც გამოიხატა უშუალოდ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და აპარატურის დაზიანებაში“,- განაცხადა გიორგაძემ.

წყარო: media.ge

ახალი ამბები