კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი გიორგი ზერეკიძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებს

20 მარტი, 2007

თბილისი.19.03.07.მედიანიუსი. თბილისის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი აპროტესტებს გიორგი ზერეკიძეს საქმესთან დაკავშირებით დღეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ცენტრის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, დაეცვათ გიორგი ზერეკიძის ინტერესები.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფები, რომლებმაც გადაწყვიტეს სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართათ, საფუძვლიანად იცნობენ საქმის ვითარებას და შესაძლებლად მიიჩნევენ საქმესთან მიმართებით ცვლილებების განხორციელებას. `სააპელაციო სასამართლომ ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს განაჩენი არღვევს ბავშვის უფლებას, შეუსაბამობაში ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან. პეკინის, ერრიადისა და ჩვენს ქვეყანაში მოქმედ კანონებთან~, -  აცხადებენ ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრში.

ცენტრი მიმართავს ყველას, ვისაც ხელეწიფება აღნიშნული განაჩენის შეცვლა, დაიცვან გიორგი ზერეკიძის უფლებები და ქართული სასამართლოს პრესტიჟი.

ახალი ამბები