კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მანდატურები უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ

20 მარტი, 2007

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანდატურები უზენაესი სასამართლოს შესასვლელთან, 20 მარტს ხელს უშლიდნენ  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“  წევრების საპროტესტო აქციის  გადაღებაში. 

მანდატურები წინ აღუდგნენ ვიდეოკამერებს  და თხოვდნენ ოპერატორებს შეეწყვიტათ გადაღება. მათი აზრით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ქუჩაში მოძრაობას აფერხებდნენ. ამ დროს ჟურნალისტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები  უზენაესი სასამართლოს წინ აპროტესტებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებას, ამ  არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ჯაბა ჯიშკარიანისთვის 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ჯიშკარიანს თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლოში 19 მარტს, 14 წლის გიორგი ზერეკიძის პროცესზე, მოსამართლის მიმართ გამოხატული უპატივცემულობისთვის შეეფერდა.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებმა შიმშილობის აქცია  დაიწყეს ჯიშკარიანის გათავისუფლების მოთხოვნით.

წყარო: media.ge

ახალი ამბები