კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაბა ჯიშკარიანის ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა

21 მარტი, 2007

თბილისი.20.03.07.მედიანიუსი. დღეს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის ჯაბა ჯიშკარიანის ადვოკატმა მაკა მელაძემ უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც იგი მოითხოვს გადამოწმდეს  ჯიშკარიანის დაპატიმრების კანონიერება.

მაკა მელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯაბა ჯიშკარიანი კანონის დარღვევით იქნა დაკავებული, რადგან სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, 208-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება, პროცესიდან გაძევება, დაჯარიმება და შემდეგ უკვე დაკავება.

ადვოკატის თქმით, მოსამართლეს არ გაფრთხილება  მიუცია და ისე მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება. მისივე განმარტებით, ჯიშკარიანი ყოველგვარი შესაბამისი ოქმის გარეშე დააკავეს და 4 საათის განმავლობაში 'გამოკეტილი' ჰყავდათ სასამართლოს შენობის ერთ-ერთ ოთახში.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ჯაბა ჯიშკარიანი გუშინ, 19 მარტს გიორგი  ზერეკიძის სასამართლო პროცესზე, წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს და ოცდაათი დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები