კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის სამხარეო პროკურატურამ რადიო „ჰერეთის“ დირექტორის ცემის ფაქტზე ყოფილი პარლამენტარი დააკავა

21 მარტი, 2007

კახეთის სამხარეო პროკურატურამ  რადიო „ჰერეთის“ (ლაგოდეხი) დირექტორის  რამაზ სამხარაძის ცემისა და მასზე განხორციელებული მუქარების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახსნა.

რამაზ სამხარაძის ცნობით, ყოფილი პარლამენტარი  დავით კაპანაძე და  მისი მეგობარი,  ლაგოდეხის მკვიდრი გია ყორღანაშვილი სამართალდამცავებმა 17 მარტს როგორც ეჭვმიტანილები დააკავეს და მა თ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს,  გირაოს გადახდის პირობით.

თავისუფლების სანაცვლოდ კაპანაძეს  10 ათასი ლარის ყორღანაშვილს კი 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

რამაზ სამხარაძე  გასული წლის 9 ოქტომბერს სცემეს. წინასწარი ვერსიით, კაპანაძემ  ის რადიო „ჰერეთის“ საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამა “მთელ კვირაში” გასულ კრიტიკული სიუჟეტისთვის სცემა. სიუჟეტში კაპანაძის  საქმიანობაზე იყო საუბარი.
ყორღანაშვილს ბრალი ედება სამხარა ის მიმართ  მუქარისა  და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება.

სამხარეო პროკურატურა საქმის გახსნასთან დაკავშირებით 20 მარტს, 16:00 საათზე, თელავში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ის არ მოელოდა, რომ პროკურატურა ამ საქმეს გახსნიდა, რადგან კახეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის და ფიზიკური შეურაცხყოფის უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია.

წყარო: media.ge

ახალი ამბები