კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაბრუნებას ითხოვს

22 მარტი, 2007

გურჯაანში მცხოვრები 18 წლის დედა ოფიციალურ ქორწინებაში არმყოფი მეუღლისგან 2 წლის ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.

დახმარებისათვის მან „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გასულ კვირას მიმართა. განცხადებიდან ირკვევა, რომ გურჯაანში მცხოვრებმა ხვიჩა ქ-მ, 15 წლის სოფო ზ-ი მეუღლედ ძალის გამოყენებით და შანტაჟის შედეგად წაიყვანა.

„ერთად ცხოვრების დროს ძალიან ხშირად მაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მიზეზად მისახელებდა, თუ რატომ დამჭირდა ქირურგიული ჩარევა ბავშვის დაბადებისას, რატომ ვერ ვაწოვებდი მას ძუძუს და ა.შ. 2006 წლის 27 ივნისს მეუღლემ და დედამთილმა იძულებული გამხადეს, შვილთან ერთად სახლიდან წავსულიყავი. მიუხედავად ამისა, მამას შეეძლო ბავშვი თავისუფლად ენახა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ხვიჩამ ძალის გამოყენებით და ძალადობის მუქარით ბავშვი გამტაცა და მას შემდეგ არც მიბრუნებს და არც მისი ნახვის საშუალებას მაძლევს. გარდა ამისა, ისინი ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებენ და როცა ბავშვის ნახვას ვცდილობ, ისევ ფიზიკურად მისწორდებიან,“ - აღნიშნავს სოფო ზ-ი განცხადებაში.

2 წლის ბავშვის დედის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი უკვე შეუდგა. ადვოკატი უახლოეს დღეებში სარჩელით სასამართლოს მიმართავს. ამასთან ერთად, არ არის გამორიცხული ხვიჩა ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს, ოჯახური ძალადობის ფაქტის აღკვეთისა და სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები