კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუბარი ელექტროშოკის გამოყენებისთვის პატრულის თანამშრომელთა დასჯას ითხოვს

22 მარტი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ელექტროშოკის ხშირ გამოყენებას აპროტესტებს. სოზარ სუბარის აპარატმა გორის საავადმყოფოს ტრავმული ჟურნალის შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ როდესაც მიმღებ განყოფილებაში დაკავებული მანანა შახვერდოვი მიიყვანეს, ის აცხადებდა, რომ პატრულის თანამშრომელმა მის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, დაზარალებული ადგილობრივი გარემოვაჭრე აღმოჩნდა, რომელსაც პატრულის თანამშრომელმა სავაჭრო ნივთები ჩამოართვა და ვაჭრობა აუკრძალა. შახვერდოვის თხოვნის მიუხედავად, პატრულმა მას ნივთები არ დაუბრუნა და თვითმხილველთა გადმოცემით, მას ელექტროშოკი დაადო.

სოზარ სუბარის განცხადებით, ამ მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ თავდასხმის მოგერიების შემთხვევაში ხდება. პატრულის თანამშრომლების საქციელი კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით აიხსნება. სახალხო დამცველმა მასალა გენერალური პროკურორის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი გრიგალაშვილს და გენპროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ გიორგაძეს გადაუგზავნა.

წყარო: GHN

ახალი ამბები