კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა

23 მარტი, 2007

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, გიორგი ხევიაშვილს,
გლუკის მისიის ხელმძღვანელს ნავიდ ჰუსეინს,
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს,
სახალხო დამცველს სოზარ სუბარს,
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს ბერნარ ბენტრანკურს,
ეუთოს წამომადგენლობას საქართველოში,
გაეროს ასოციაციას საქართველოში

ხალხური გამონათქამია: „უბედურება სწორედ მაშინ მოდის, როდესაც მას ყვლაზე ნაკლებ ელი,“ - თუმცა, ჩვენ, უკვე 13 წელია უბედურების მოლოდინი არ გვტოვებს. ეს მოლოდინი კი სიკვდილივით შემზარავია. საკუთარი თავის გამო არ ვდარდობთ. რუსი ბარბაროსების მიერ დაშინებული ჩვენი ახლობლების, ოჯახისა და მეგობრების გამო გვეშინია. ცუდის მოლოდინი ადამიანს ნელ-ნელა ართმევს სასიცოცხლო ძალას.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები უკვე 7 წელია მუდმივ დაძაბულობასა და სტრესში ცხოვრობენ. უბედურებამაც არ დააყოვნა. 9 მარტს, გამთენიისას ახმეტის რაიონში, სოფელ ჯოყოლაში მკვლელობა მოხდა. მეჩეთიდან გამოსული 1966 წელს დაბადებული ჰასან შაჰბუტალოვი მხეცურად მოკლეს, მას სამი ტყვია ესროლეს თავში. 13 რიცხვში კი კიდევ ერთი ჩეჩენი ლტოლვილი, 1973 წელს გროზნოში დაბადებული რუსლან ტიმაევი გაუჩინარდა. მეორე დღეს მისი მანქანა საქართველოს სამართალდამცველებმა თბილისის მახლობლად იპოვეს. მათ მანქანაში სამი მასრა და სისხლის კვალი აღმოაჩინეს, თუმცა რუსლანის კვალს დღემდე ვერავინ მიაკვლია.

არადა, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. სიკვდილამდე ჰასანი ხშირად ამბობდა: „მეეჭვება, გადასახლების პროგრამაში მოვხვდე და ისე დავბრუნდე ჩეჩნეთში. ერთადერთი იმედიღა მრჩება - იქნებ, ხელისუფლებამ „სამგზავრო დოკუმენტები“ მოგვცეს.“ ამ ადამიანის სიკვდილი იმათ სინდისზე იყოს, ვინც ეს პროცესი ასე გააჭიანურა. ასეთი ტრაგიკული შემთხვევები სულ უფრო და უფრო  ხშირდება. სწორდ ამიტომ მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს პრობლემის გადასაჭრელად დროულად მიიღონ გადამწყვეტი ზომები. ჩეჩენ ლტოლვილთა რიცხვი სულ 350 ადამიანს შეადგენს. აქვე მინდა მოვიყვანო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული ანგარიშიდან „დუმილი კლავს“ ამონარიდი (ანგარიში ფარდას ხდის იმ ატმოსფეროს, რაც რეგიონშია გამეფებული): „ჩეჩენი ლტოვილები პანკისში ცხოვრობენ, მათ არ შეუძლიათ სახლებში დაბრუნება, მესამე ქვეყნები მათ მიღებაზე უარს აცხადებენ, ვერც სამსახურს შოულობენ და ვერც საქართველოს მოქალაქეობას ღებულობენ. კონფლიქტის შედეგად ტრავმირებული ადამიანები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ - მათ რუსეთის ფედერაციაში იძულებითი გადასახლების ეშინიათ...“    

ამ გაუსაძლისი პირობების გამო, თხოვნით მივმართავთ ყველა საერთაშორისო და უფლებადაცვით ორგანიზაციას, დაგვეხმაროს. რუსლან ტიმოევს სახლში ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება. ნათესავები და თანამემამულენი არ ვკარგავთ იმედს, რომ მას ცოცხალს ვიპოვით. მაგრამ ამასთანავე, აუცილებლად გვჭირდება თქვენი დახმარება. უნდა გვახსოვდეს: „ერთი ადამიანის გადარჩენით, მთელ კაცობრიობას გადავარჩენთ.“

ლტოლვილებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, რომლებიც მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. და ეს ქმედებები, რომლებიც ადამიანებში აუტანელ შიშს ნერგავს რეგიონში დესტაბილიზაციის ესკალირებისაკენ არის მიმართული. სწორედ თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ დამნაშავეების შეჩერებაში.

საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი

ზიაუდინ იდიგოვი

ახალი ამბები