კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო ჯგუფებმა რეკომნდაციების პროექტი შეიმუშავეს

23 მარტი, 2007

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო ჯგუფებმა მედიისთვის რეკომნდაციების პროექტი შეიმუშავეს  

საქართველოში „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მედიის და ინფორმაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა  სამუშაო ჯგუფებმა რეკომენდაციათა პროექტი  შეიმუშავეს.
 
პროექტში საუბარია საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების  პრობლემათა არსზე.  სამუშაო ჯგუფები „ასაბუთებენ“ ამ პრობლემებს და პარლამენტს, მთავრობას, მედიას და მთლიანად საზოგადოებას მათ  მოსაგვარებლად რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ეროვნული უმცირესობების გაშუქებასთან დაკავშირებით  ქართულ მედიაში დამკვიდრებულ ტენდენციებზე საუბრისას, პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ  „ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ფიქსირდება ეთნიკური შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევები“. აღნიშნული პრობლემა ხელს უწყობს ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, წერენ პროექტის ავტორები.

რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დიასპორათა წარმომადგენლები (მათ შორის სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, გერმანელები, ბერძნები, ასურელები, ქურთები, ოსები, ლატვიელები და სხვები), სახალხო დამცველის რწმუნებულები და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენლები. 

რეკომენდაციების შემუშავებისა და დახვეწის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფონდ „ალპეს“ წარმომადგენლებმა.
 
უახლოს დღეებში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართება, რომელიც განიხილავს და დაამტკიცებს ამ რეკომენდაციებს და შემდგომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წარუდგენს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები