კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნორა კვიციანის ადვოკატი მოწმეების დაშინებაზე საუბრობს

23 მარტი, 2007

გუშინ გალი-გულირიფშის სასამართლოში ნორა კვიციანი-არღვლიანის პროცესი განახლდა. ნორა კვიციანის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კვიციანის საქმის მოწმის ნაზი წულუკიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. წულუკიძეს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა მეორე მოწმეს - თემურ ჩხეტიანსაც. ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლო პროცესზე წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით ნორა კვიციანისთვის სასარგებლო ჩვენებები მისცეს.

გუშინვე სასამართლო პროცესზე, პროკურორმა ბრალდებულ ჩხეტიანის განცხადება წარადგინა, რომელშიც ჩხეტიანი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის ნებართვას ითხოვს და ამბობს, რომ ის წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას უბრუნდება. ნორა კვიციანის ადვოკატის პაატა ბუჩუკურის თქმით, სახეზეა მოწმეების დაშინების ფაქტი: „თემურ ჩხეტიანმა სასამართლო პროცესზე ჩვენება ნორა კვიციანის სასარგებლოდ მისცა, ეს ჩვენება აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ ჩვენებისაგან, რომელიც მან წინასწარი გამოძიების პროცესში მისცა. მისი განცხადებით, ოქმში აღწერილი მონათხრობი მის მიერ მიცემულ ჩვენებას არ შეესაბამებოდა და რომ მან ოქმს ხელი ტექსტის წაუკითხავად მოაწერა. ამის შემდეგ მან ახსნა-განმარტება სახალსო დამცველის რწმუნებულს მისცა, სადაც  მან დაადასტურა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება. დაკავების შემდეგ კი ჩხეტიანი კვლავ ითხოვს სასამართლოს მისცეს ხელახალი ჩვენება და ამით წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემულ ჩვენებას დაუბრუნდეს. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და მსგავს ზეწოლას მეორე მოწმეზე- ნაზი წულუკიძეზეც უნდა ველოდოთ,” - ამბობს ბუჩუკური, მისივე თქმით სასამართლო სიმართლის დადგენისკენ არ არის მიმართული.

ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი 28 მარტს გაგრძელდება.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები