დღეს პოლიტპატიმრების მხარდამჭერი კომიტეტი, რომელშიც ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან, გენერალური პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც „მედიანიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა განუცხადა, პოლიტპატიმრების მხარდამჭერი კომიტეტი აპროტესტებს პროკურატურის ნეგატიურ როლს მართლმსაჯულების პროცესში: „მივიჩნევთ, რომ მათ მიმართ სწორედ გენერალურ პროკურატურაში ითითხნება და „იკერება“ სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენ ყველა პოლიტპატიმარს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა და მსოფლმხედველობისა, მხარს ვუჭერთ და თანადგომას ვუცხადებთ,“ - აღნიშნა დავით ლილუაშვილმა.
წყარო: მედიანიუსი