კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში სოფლების უმრაველოსობას რწმუნებული არ ჰყავს

27 მარტი, 2007

აჭარაში სოფლების უმრავლესობაში არ არსებობს გამგებლის რწმუნებული -  პასუხისმგებელი პირი, რომელიც ადგილობრივების პრობლემებს შეისწავლის და რაიონის საკრებულოს გააცნობს. ამასთან, რწმუნებულს მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის ცნობის გაცემაც ევალება. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 5 თვე გავიდა, მაგრამ ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონის სოფლებში სახელმწიფო მოხელეები დღემდე არ დანიშნულან. გლეხები უკმაყოფილოები არიან, რადგან ოფიციალური ცნობის ასაღებად რაიონულ ცენტრში უწევთ ჩასვლა.

76 წლის ხემზი დავლაძე რწმუნებულების დროულად დანიშვნას მოითხოვს. „სოფელში კაცი არ არის, რომ კითხვაზე პასუხი გაგცეს. ამას გარდა, ცნობებისთვის რაიონის ცენტრში ჩასვლისთვის ფული გვჭირდება,“ - ამბობს ხემზი დავლაძე.

რაიონის გამგებლები პროცესის შეჩერებას სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირებენ. სოფლების საკრებულოები მუნიციპალიტეტებით შეიცვალა. შიექმნა მუნიციპალერი ორგანო და გაჩნდა ახალი შტატი რწმუნებული. „რეორგანიზაციის პროცესი უკვე დამთავრდა. საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე და ამ პრობლემას უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ,“ - ამბობს ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე როინ მალაყმაძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ზურაბ მიქელაძისთვის ვადების გადადების მიზეზები გაურკვეველია. იგი მიიჩნევს, რომ გამგეობებში ეს საკითხი ხელოვნურად ჭიანურდება. სოფლის სატკივარი საკრებულომდე რწმუნებულმა უნდა მიიტანოს და პირიქით, მოსახლეობას ყველა სიახლე, რომელიც მათ შეიძლება უკავშირდებოდეს, ამ ადამიანმა უმდა გააცნოს.

„რატომ ყოვნდება ეს საქმე გაუგებარია. კანონი გამგებელს აძლევს უფლებას თავად აირჩიოს და დანიშნოს რწმუნებული. არ მგონია, ერთი პატიოსანი და კომპეტენტური ადამიანის გამონახვა რთული იყოს სოფელში,” - აცხადებს მიქელაძე.

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძეც რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ აპირებს სოფლებში რწმუნებულების დანიშვნას. თუმცა, იგი კანდიდატების შერჩევას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით აპირებს: „გვინდა სოფლის მოსახლეობას მოვუსმინოთ. მათი დასახელებული კანდიდატები შემდეგ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.“

აჭარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, 55 სოფლის რწმუნებული, გამგებლების განცხადებით, უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს.

ირმა ზოიძე, ბათუმი

ახალი ამბები