„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ზურაბ რთველიაშვილი უკვე მერვე დღეა, შიმშილობს. დღეს ის შეუძლოდ გახდა. რთველიაშვილს ორგანიზმის ზოგადი სისუსტე და არტერიული წნევის ვარდნა აღენიშნება. ის საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი შიმშილობის გაგრძელებას ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯაბა ჯიშკარიანის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე აპირებს.
ექიმების განცხადებით, რთველიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად საშუალო სიმძიმისაა. შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება.
წყარო: მედიანიუსი