კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღაფში დაკავებული ქართველი სტუდენტების გათავისუფლებას არ აპირებს

29 მარტი, 2007

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბაღაფშის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნების“ ჩაშლის მიზნით „ქვეყნის“ ტერიტორიაზე უკანონოდ გადასულ სამ ქართველ სტუდენტს აფხაზეთის სასამართლო გაასამართლებს და ისინი უმკაცრესად დაისჯებიან.

„თუკი ქართული მხარე თანახმა იქნება, სტუდენტების გათავისუფლების სანაცვლოდ გალის რაიონის სოფელ ბარღების გამგებელი ფრიდონ ჩაკაბერია და იმავე რაიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა გადმოგვცეს, ჩვენ ამ წინადადებას აუცილებლად მივიღებთ,“ - აღნიშნა სერგეი ბაღაფშმა.

ცნობისათვის: სამი ქართველი ახალგაზრდა აფხაზმა სეპარატისტებმა 1 მარტს სოფელ შამგონასა და თაგილონთან მომხდარი ინციდენტის დროს დაატყვევეს. მათ აფხაზეთის „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად, თუმცა სასამართლო პროცესი დღემდე არ გამართულა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები