კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი დევნილები გენერალურ პროკურორს წერილს უგზავნიან

30 მარტი, 2007

ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართეს. ისინი ზურაბ ადეიშვილს თხოვნით მიმართავენ ჩატარდეს სათანადო გამოძიება აფხაზეთის ომში მონაწილე პირებისთვის გაცემულ პენსიებთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს და უკან დაბრუნებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში, მთელი მიმდინარე თვის მანძილზე დევნილთა გამოძახება და თანხის გამოთხოვა ხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინასწარ პატიმრობას უფარდებდნენ. ამ ფაქტს ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„მართალია, დევნილთა პროკურატურაში დაბარების პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა, მათთვის წერილების გაგზავნა მაინც მიმდინარეობს, რათა ნებაყოფლობით დაფარონ ე.წ. უკანონოდ მიღებული სახელმწიფო დახმარება. ჩვენ მოვითხოვთ, გენპროკურატურამ გამოიძიოს და დააყენოს არა დევნილთა, არამედ იმ ჩინოვნიკთა პასუხიმგებლობის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც ეს გაუგებრობა წარმოიშვა,“ - აცხადებს დევნილთა უფლებების დაცვის  ორგანიზაცია „საჩინოს“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები