კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ობზერვატორი - ადამიანის უფლებათა დამცველების დასაცავად

30 მარტი, 2007

 ჟენევა-პარიზი, 22 მარტი, 2007. წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ (OMჩთ) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ  (FIDH)  დაბეჭდა ყოველწლიური ანგარიშის – `ობსერვატორი - ადამიანის უფლებათა დამცველების დასაცავად~ ინგლისური ვერსია.

2006 წლის ანგარიში მსოფლიოს 90 ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთის და 1311 ადამიანის უფლებათა დამცველის წინააღმდეგ რეპრესიების ფაქტებს ასახავს.

ახალი გამოცემას თან ერთვის გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის შესავალი სიტყვა, რომელშიც ის გამოხატავს პატივისცემას იმ ხალხის მისამართით, ვინც ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის კანონის დასაცავად, დესპოტიზმის წინააღმდეგ.

მარტში ამ ანგარიშის ირგვლივ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილია პრეს-კონფერენციები და შეხვედრები. მათ შორის, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, საქართველოში, ბურკინა ფასოში, ტუნისში, ეგვიპტეში, კოლუმბიაში, ფილიპინებზე, ჯიბოტაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კანბოჯაში, მალაიზიაში, ნიგერიაში, იტალიაში და ა.შ.

 გთავაზობთ ამონარიდს საქარველოს შესახებ:

 ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობა საქართველოში

ზეწოლა „ადამიანის უფლებათა ცენტრზე“

2006 წლის 1 - 2 თებერვალს „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ოფისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესტუმრა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ „უფრო მეტი ინფორმაციის” მიღებას ითხოვდა. 2006 წლის 7 თებერვალს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტი-ტერორისტული განყოფილებიდან მაიორმა თენგიზ ტყებუჩავამ „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს დაურეკა და აცნობა, რომ მისი განყოფილების უფროსს, გია გაბუნიას სურდა უფრო ახლოს „გასცნობოდა ორგანიზაციის საქმიანობას”. მას შემდეგ, რაც ნანუაშვილმა სამინისტროსგან ოფიციალური დოკუმენტი მოითხოვა, ტყებუჩავამ მას სამინისტროში დაუყოვნებლივ გამოცხადება მოსთხოვა, ხოლო არ მისვლის შემთხვევაში, „ძალით მიყვანით” დაემუქრა. ნანუაშვილმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა.


აზერ სამედოვის უკანონო დაკავება და სასამართლო პროცესი

2006 წლის 31 მარტს, ეროვნებით აზერნაიჯანელი, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის დირექტორი აზერ სამედოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტი-ტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. სამედოვი საქართველოში ემიგრირებული აზერბაიჯანელია, მან სამშობლო 2003 წლის არჩევნების შემდეგ, იძულებით დატოვა, სადაც ის არჩევნების დამკვირვებელი იყო.
 
სამედოვი მასობრივ არეულობაში მონაწილებასა (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 220-3 მუხლი) და სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის არ დამორჩლებაში (315-ე მუხლი) დაადანაშაულეს, რაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

2006 წლის 2 აპრილს თბილისის სასამართლომ სამედოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, განაჩენის გაპროტესტების და საქმეში საერთაშოორისო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ 14 აპრილს ის გაათავისუფლეს და გირაოც გადაახდევინეს. თუმცა, მის მიმართ დევნა ამით არ შეწყვეტილა.
 
2006 წლის 17 აპრილს სამედოვმა ქართველ მაღალჩინოსნებს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. 2006 წლის 18 მარტს მის თხოვნას - პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა უარით უპასუხა იმ მოტივით, რომ „სამედოვი ითხოვდა თავშესაფარს მხოლოდ იმის გამო, რომ აზერბაიჯანის გარკვეული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო პლატფორმა საქართველოში სურდა მოემზადებინა.” სამედოვმა ესეც გააპროტესტა. სასამართლომ კი ეს პროტესტი მისაღებად ჩათვალა. მას მისცეს დროებითი დოკუმენტი, 2006 წლის 21 დეკემბრამდე, რომელსაც ვადა 2007 წლის 20 თებერვლამდე გაუგრძელდა.


საზოგადოებრივი მოძრაობის წინააღმდეგ შეტევა - ზეწოლა „მრავალეროვან საქართველოზე”

2006 წლის 7 ივნისს საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს’ ოფისები გაიძარცვა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში უმცირესობების უფლებებს იცავს. მძარცველებმა წაიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და უმცირესობების შესახებ მომზადებული ანგარიში, რომლის გაგზავნაც გაეროსა და ევსოსაბჭოში იგეგმებოდა.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ძარცვამდე ორი კვირით ადრე ორგანიზაციაში სახელმწიფო მოხელეები გამუდმებით რეკავდნენ და ალტერნატიული ანგარიშის ასლს ითხოვდნენ. როდესაც მათ ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს, დაიმუქრნენ, რომ   „ამ ანგარიშს ხელში სხვა გზებით ჩაიგდებდნენ.“

ამ ფაქტის ირგვლივ ათწევრიანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და საქმეც აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგების შესახებ 2006 წლის ბოლომდე საზოგადოებისათვის ცნობილი არაფერი გამხდარა.

უფრო მეტიც, 2006 წლის მარტში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის არნოლდ სტეფანიანის და პრეს-სპიკერის მანქანები გატეხეს და დოკუმენტები მოიპარეს.

თანასწორობის ინსტიტუტის წევრების უკანონო დაკავება.

2006 წლის 29 ივნისს თანასწორობის ინსტიტუტის წევრები ირაკლი კაკაბაძე,
ზურაბ რთველიაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და დავით დალაქიშვილი, რომლებიც დამოუკიდებელი ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებლების დავით კოხრეიძისა და შალვა რამიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს წინ აქციას მართაავდნენ, პოლიციამ დააკავა. კოხრეიძეს და რამიშვილს 2006 წლის 29 მარტს სამი და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ფულის გამოძალვის ბრალდებით. თუმცა, ეჭვი, რომ საქმე „შეთითხნილი“ იყო, მედიაში და საზოგადოებაში თავიდანვე გაჩნდა.

სასამართლოში არეულობის გამოწვევის მოტივით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და 29 ივლისს გაათავისუფლეს.
2006 წლის 8 აგვისტოს ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მონაწილეობის შემდეგ. მას ადანაშაულებდნენ სასამართლოს შეურაცხყოფაში და მსუბიქი ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს. ჩხარტიშვილს თბილისის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ორდღიანი პატიმრობა ისე მიუსაჯა, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლოში საქმე არც მოუსმენიათ.

2006 წლის 27 სექტემბერს კი, კვლავ ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, დავით დალაქიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს. ახალგაზრდა ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაბოლომდე გამოძიებას და ამ საქმეში ჩარეული მარალჩინოსნების დაკავების მოთხოვნას ძალოვანი სტრუქტურები სწორედ ასე – დაკავებით გამოეხმაურნენ. დაკავებულები 15 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავსუფლეს.

მუქარა ლელა ბექაურის წინააღმდეგ

2006 წლის 21 სექტემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის თანამშრომელს, ლელა ბექაურს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა მუქარით, რომ „ყველგან იპოვიდა მას“. საყურადღებოა, რომ ამ სატელეფონო ზარამდე რამდენიმე საათით ადრე ლელა ბექაურმა პრეს-კონფერენციაზე იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც რუსთავში უმრავლესობის დეპუტატობის კანდიდატის, ლელა აფციაურის საარჩევნო კამპანიას ახლდა. ამ ფაქტზე „საიას“ მოთხოვნით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

სასამართლო პროცესი გიორგი გეწაძის წინააღმდეგ.

2006 წლის ნოემბერში ომბუდსმენის ოფისის თანამშრომელი გიორგი გეწაძე სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით გაასამართლეს. მას ბრალად საქმის არაკეთილსინდისიერად გამოძიებაში და ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.  დაკავების საფუძველი ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბარი გახდა გეწაძესა და მის კოლეგას შორის გეგუთის კოლონიაში ვიზიტთან დაკავშირებით. გეწაძემ გეგუთის კოლონიაში დაკითხა რამდენიმე ადამიანი მის მიერ გამოსაძიებელი საქმესთან დაკავსირებით, კერძოდ, პატიმრებსა და ციხის დაცვას შორის ფულის-აღებ-მიცემობის ფაქტებზე. მას კი ციხის თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ ფულის შეთავაზება დააბრალეს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ომბუდსმენის ოფისმა ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გაახმაურა და პროკურატურასაც მიმართა.

„ობზერვატორის“ ყოველწლიური ანგარიში

 

ახალი ამბები