კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუჩის ბავშვების 33 პროცენტი ქართველია

2 აპრილი, 2007

„ბავშვების ქუჩაში გასვლის უმთავრესი და არა ერთადერთი მიზეზი მათ ოჯახებში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა,“  - ასეთი შედეგი აჩვენა საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ პროექტის ‘Coming From the Street” ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგები პროექტის ავტორებმა დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე გამოაქვეყნეს.

2006 წლის ივნისიდან 2007 წლის მარტამდე ორგანიზაციის წევრებმა 285 ბავშვი გამოკითხეს, აქედან 88-ს  სიღრმისეული კვლევა ჩაუტარდა. როგორც პრეზენტაციაზე პროექტის მენეჯერმა შოთა შუბლაძემ  აღნიშნა, კვლევის მთავარი მიზანი თბილისში ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით  არსებული სიტუაციის შესწავლა, ე.წ. ქუჩის ბავშვების ცხოვრების წესისა და იმ პრობლემების იდენტიფიკაცია იყო, რამაც მათი ქუჩაში გამოსვლა განაპირობა. დაკვირვების შედეგად თბილისში “ქუჩის ბავშვების” კომპაქტური თავშეყრის ადგილები გამოიკვეთა.

კვლევის მონაცემების თანახმად, ქუჩის ბავშვების 75 პროცენტი მამრობითი სქესისაა. აღსანიშნავია, რომ აღწერილი ბავშვებიდან მხოლოდ შვიდია უდედმამო. ბავშვების ძირითადი საქმიანობა მათხოვრობა-მაწანწალობა და ფიზიკური სამუშაოა. რამდენიმე მათგანი კი წვრილმან ქურდობასა და ხულიგნობაშიც არის შემჩნეული.

რაც შეეხება ეროვნულ კუთვნილებას, ბავშვების 62 პროცენტი ბოშაა, 33 პროცენტი ქართველი, დანარჩენი 5 პროცენტი კი სხვადასხვა ეროვნებებზე მოდის.

შოთა შუბლაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო საკანონომდებლო სისტემაში მრავლად გაბნეული ბავშვთა უფლებების დამცველი მუხლების მიუხედავად, არ არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც არსებული კანონმდებლობის აღსრულების გარანტი გახდება.

კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად პროექტის ავტორებმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს, მათ შორის არასრულწლოვანთა, განსაკუთრებით კი, ჩვილ ბავშვთა სამათხოვროდ გამოყენების აკრძალვა, ფსიქოსოციალური მომსახურების ქსელის შექმნა, ქუჩის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების პირადობის დადგენისა და რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და სხვა.

წყარო: მედინიუსი

ახალი ამბები