კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს

5 აპრილი, 2007

„არაადამიანურად გვექცევიან, მაგრამ მაინც ვერ შეგვაშინებენ და აქედან ვერსად ვერ გაგვყრიან. რაც დრო გადის, ჩვენს მიმართ მუქარა და არასაკადრისი დამოკიდებულება უფრო მძაფრდება. გვეუბნებიან, რომ აქედან გაგვასახლებენ, მაგრამ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ეს ქვეყანა ჩალით არაა დახურული და ალბათ სამართალს ვიპოვით,“ - ამ განცხადებას ქუთაისელი, კერძოდ კი სასტუმრო „ქუთაისში“ მცხოვრები დევნილები აკეთებენ. მათ დღეს დახმარებისთვის  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მიმართეს.

სასტუმრო „ქუთაისის“ მფლობელი შპს „ინტერინვესტია“, რომლის წარმომადგენელმა დევნილებს, გასული თვის დასაწყისში, წერილობით აუწყა, რომ სასტუმრო 20 მარტამდე უნდა დაეტოვებინათ. სანაცვლოდ კი 7000 ამერიკული დოლარი შესთავაზა. დევნილებისთვის პირობა მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც ქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ჩვენ მივხვდით, რომ „ინტერინვესტის“ წარმომადგენელთან კახა კუხიანიძესთან აღარაფერი გვესაქმება და სასამართლოს მივმართეთ. ამ დღეებში აღნიშნულ შპს-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიუვა უწყება და დანარჩენს იქ გავარკვევთ,“ - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი, 76 წლის შოთა მილორავა.
 
ის და სასტუმროში მცხოვრები დანარჩენი დევნილები კომპენსაციის გაზრდას 10 000 დოლარამდე მოითხოვენ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ინტერინვესტის“ წინააღმდეგ დევნილთა სარჩელის განხილვა სავარაუდოდ ერთ კვირაში დაიწყება.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები