კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები კახეთში აქციას მართავენ

11 აპრილი, 2007

კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 12 აპრილს, ხუთშაბათს, 12 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

პროტესტის მიზეზი არასამთავრობოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირებაა, რომელიც საჯარო ინფორმაციის სისტემატურ დაბლოკვას უკავშირდება. ამ მხრივ ყველაზე მეტი განუკითხაობა გურჯაანში, თელავსა და სიღნაღში აღინიშნება. გურჯაანის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობდა.

აქციაში მონაწილეობას იღებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „იურისტთა განვითარების ცენტრის“ და კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კახეთის რეგიონის რაიონების საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს, ფოსტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებს გაუგზავნიან, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება.

აქციის მონაწილეები მხარს დაუჭერენ სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივას, საჯარო მოხელის მიმართ ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში,  პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები