კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთების მსოფლიო ასოციაცია სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს

13 აპრილი, 2007

გახმაურებულმა ტერორისტულმა აქტებმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წინაშე ამის გამო წარმოშობილმა სერიოზულმა საფრთხეებმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გამოიწვია, მაგრამ „გაზეთების მსოფლიო ასოციაციის“ (World Association of Newspapers) აზრით, ეს ზომები, ხშირად, დებატების, ინდივიდუალური თავისუფლებების და პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვისაც გამოიყენება.

მსოფლიოს მედია საშუალებები ამ საფრთხეების შესახებ 3 მაისს, მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს იმსჯელებს. „გაზეთების მსოფლიო  ასოციაცია“ 3 მაისს კიდევ ერთხელ გამოაქვეყნებს ინტერვიუების, სტატიების, ესეების და რეკლამების პაკეტს, რომელთა მიზანი იქნება თავისუფალი პრესის მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი თავდასხმებისგან დაცვის აუცილებლობის აღნიშვნა.
 
მასალები, რომელთა საერთო თემაა „პრესა მეთვალყურეობის ქვეშ“, შეიძლება უფასოდ  გადმოიწეროს შემდეგი ვებ-საიტიდან: www.worldpressfreedomday.org. ამ საიტზე განთავსებულ მასალებში განხილულია ანტიტერორისტული და ოფიციალურ საიდუმლოებებთან დაკავშირებული კანონები, ტერორიზმის წამქეზებელი გამოსვლებისთვის სისხლის სამართლებლივი დევნის, საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტთა სამართლებლივი დევნის, შესაბამისი ნებართვის გარეშე ფარული მოსმენების და გადაღებების წარმოების ფაქტები და სამთავრობო ორგანოებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფაქტები. აღნიშნული მასალები მოცემულია ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
 
 წყარო: Media.ge

ახალი ამბები