კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი დევნილები უვადოდ გაიფიცნენ

17 აპრილი, 2007

„ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა. არ დავიშლებით, სანამ მთავრობა საკადრის განაჩენს არ გამოგვიტანს. მოგვწყინდა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ ქუჩაში აღმოვჩნდებით. ერთხელ უკვე გავხდით დევნილები და არ გვსურს ეს საშინელი პროცესი ხელმეორედ განმეორდეს,“ - ასეთია ქუთაისელი დევნილების გადაწყვეტილება.

სასტუმრო „ქუთაისში“ მცხოვრებმა დევნილებმა დღეს, სასტუმროს წინ, საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, დაკმაყოფილდნენ საკომპენსაციო თანხით, რომლითაც საცხოვრებელი ბინის შეძენა იქნება შესაძლებელი: „4500 დოლარს გვთავაზობენ. ამ თანხით კი, ქუთაისში სარდაფსაც ვერ შევიძენთ. ვითხოვთ თანხის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შენობიდან არ გავალთ. გუშინ გავიგეთ, რომ სასტუმროს მფლობელი პირველი მაისიდან შენობის რეკონსტრუქციას იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რონ ჩვენ აქედან გაგვყრიან,“ - აცხადებს სასტუმროში მცხოვრები შოთა მილორავა.

სასტუმროს მფლობელი კომპანია „ინტერინვესტის“ წარმომადგენლის კახა კუხიანიძის განმარტებით, „აპრილის ბოლოს დაიწყება წინა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შეიფუთება შენობა, გაკეთდება ტერიტორიის ფიცარნაგით შემოღობვა და ა. შ. დევნილები კი, თუ ნებით არ დატოვებენ სასტუმროს, მიიღება შესაბამისი ზომები.“

ქუთაისელ დევნილებს ხვალიდან, სოლიდარობის ნიშნად, წყალტუბოელი დევნილებიც შეუერთებიან. როგორც ისინი აცხადებენ, საპროტესტო აქციას პერმანენტული ხასიათი მიეცემა. აქციის მოხუცი მონაწილეები არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები