კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის ადვოკატი დახმარებას ითხოვს

23 აპრილი, 2007

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ზუგდიდის ოფისს ზუგდიდის #4 საპყრობილის პატიმრის ადვოკატმა მებრძოლ ჭკადუამ დახმარებისათვის მიმართა. მიმართვის წერილში აღნიშნულია, რომ საპყრობილეში მადუღარის აფეთქების შედეგად პატიმარმა ზაზა ციმინტიამ ორივე თვალის არეში დაზიანება მიიღო. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გართულდა და იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რესპუბლიკურ სააცადმყოფოში გადაიყვანეს. 18 აპრილს მას ოპერაცია ქალაქის საავადმყოფოში გაუკეთდა, მას მარჯვენა თვალი ამოუღეს. ოპერაციის შემდეგ, პატიმარი იმავე დღეს საპყრობილის საავადმყოფოში დააბრუნეს.

მას ამჟამად მხედველობა მეორე თვალშიც დაკარგული აქვს და ექიმები მარცხენა თვალის ამოღებასაც არ გამორიცხავენ.
 
ზაზა ციმინტია ექიმ-სპეციალისტთა მუდმივ კონტროლს და მკურნალობას საჭიროებს, რისი განხორციელებაც საპყრობილეს საავადმყოფოს პირობებში შეუძლებელია. მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს შუამდგომლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე, რათა პატიმარი ზაზა ციმინტია სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი სპეციალურ სამკურნალო დაწეებულებაში, რათა მას კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეს,“ - აცხადებს მებრძოლ ჭკადუა.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები